პროდუქცია
მუკუზანი
ადგილწარმოშობის დასახელების, წითელი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონში, ზღვის დონიდან 350-750მ-ზე არსებულ მუკუზნის მიკროზონაში, დაკრეფილი საფერავის ყურძნის ჯიშისაგან. არის მუქი ლალისფერი, აქვს ჰარმონიული და ხავერდოვანი გემო, მწიფე შავი მოცხარისა და მაყვლის არომატები, მკაფიოდ გამოხატული მუხის ტონებით. გემოში დაბალანსებული ხანგრძლივი დაბოლოებით.

მოხმარების ტემპერატურა:  +14-16 °C

საკვებთან შეხამება: საქონლის სტეიკი, ცხვრის ხორცი, მწვადი, ნანადირევი და დავარგებულ ყველი
მუკუზანი
საფერავი
წითელი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონში არსებულ  მუკუზანისა და თელიანის მიკროზონებში გაშენებული საფერავის ყურძნის ჯიშისაგან.  ბუკეტში გამოხატულია ყვავილებისა და ხილის ტონები. აქვს  მუქი ძოწისფერი, მდიდარი, ჰარმონიული გემო სასიამოვნო სიმწკლარტით და შავი ქლიავის ტონებით. ღვინის ბუკეტში გამოხატულია მწიფე ხილისა და ალუბლის  ტონები.

მოხმარების ტემპერატურა:  +14-16 °C

საკვებთან შეხამება: მწვადი, სტეიკი, ღორის ნეკნები, საქონლის ბიფშტექსი, შემწვარი ორაგული და თინუსი
საფერავი
ახაშენი
ადგილწარმოშობის დასახელების, წითელი ბუნებრივად  ნახევრად ტკბილი ღვინო.  დამზადებულია კახეთის რეგიონში ზღვის დონიდან  300-700 მ-ზე  არსებულ ახაშენის მიკროზონაში  გაშენებული საფერავის  ყურძნის ჯიშისაგან. აქვს მუქი ლალისფერი, მწიფე ალუბლის, მოცხარისა და მაყვლის ტონები,  სასიამოვნო ჰარმონიული გემო ხანგრძლივი დაბოლოებით. 

მოხმარების ტემპერატურა:  +10-12 °C

საკვებთან შეხამება: მსუბუქი ყველი, ხილის სალათები, ტკბილეული და  ჩაროზი
ახაშენი
ხვანჭკარა
ადგილწარმოშობის დასახელების, წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო. დამზადებულია რაჭის რეგიონში, ზღვის დონიდან 450-750 მ-ზე არსებულ  ხვანჭკარის მიკროზონაში  დაკრეფილი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშებისაგან. აქვს მკვეთრად გამოხატული ლალისფერი, მარწყვის, კენკრისა და მაყვლის არომატი, რბილი ხავერდოვანი გემო ხანგრძლივი დაბოლოებით.

მოხმარების ტემპერატურა:  +10-12 °C

საკვებთან შეხამება: სხვადასხვა სახის მსუბუქ ყველი, ხილი, ტკბილეული და  ჩაროზი
ხვანჭკარა
ქინძმარაული
ადგილწარმოშობის დასახელების, წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონში 250-550 მ-ზე არსებულ ქინძმარაულის მიკროზონაში დაკრეფილი საფერავის ყურძნის ჯიშისაგან. აქვს მუქი ბროწეულის ფერი, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით, მაყვლისა და შავი მოცხარის ტონებით. 

მოხმარების ტემპერატურა:  +10-12 °C

საკვებთან შეხამება: შემწვარი ხორცი, ყველი, ხილი, ხილის სალათები, ტკბილეული და  ჩაროზი
ქინძმარაული
ოჯალეში
წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო. დამზადებულია ზღვის დონიდან 450-750 მ-ზე არსებულ, ლეჩხუმის  რეგიონში დაკრეფილი ორბელური ოჯალეშის ყურძნის ჯიშისაგან. აქვს მკაფიოდ გამოხატული ძოწის ფერი, ახალი ხილის,   კოწახურის, წითელი ბლისა და ვარდის ტონები. სასიამოვნო გემოთი და ჰარმონიული,  ხანგრძლივი დაბოლოებით. 

 მოხმარების ტემპერატურა:  +10-12 °C

საკვებთან შეხამება: მსუბუქი ყველი, ხილის სალათები, ტკბილეული და  ჩაროზი
ოჯალეში
1