პროდუქცია
წინანდალი
ადგილწარმოშობის დასახელების, თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონში, ზღვის დონიდან 300-750 მ-ზე არსებულ წინანდლის მიკორზონაში, დაკრეფილი რქაწითელი-სა და კახური მწვანე-ს ყურძნის ჯიშებისაგან. აქვს ღია ჩალისფერი, დამახასიათებელი ახალი ხილის არომატები, ატმისადა კომშის ტონები. არის ჰარმონიული და დაბალანსებული ხანგრძლივი გემოთი. 

მოხმარების ტემპერატურა: +10-12 °C

საკვებთან შეხამება: სხვადასხვა სახის ყველი, სალათები, თევზი და ფრინველის ხორცი
წინანდალი
მანავი
ადგილწარმოშობის დასახელების, თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონში, ზღვის დონიდან 400-800 მ-ზე არსებულ მანავის მიკორზონაში, დაკრეფილი კახური მწვანე-სა და რქაწითელი-ს ყურძნის ჯიშებისაგან. აქვს დამახსიათებელი ღია ჩალისფერი, ახალი ხილისა და ციტრუსების არომატები, გემოზე ჰარმონიული, სრული, დახვეწილი, ჯიშური არომატითა და განვითარებული ბუკეტით.  

მოხმარების ტემპერატურა: +10-12 °C

საკვებთან შეხამება: სხვადასხვა სახის მსუბუქი ყველი, სალათები, თევზი, ზღვის პროდუქტები და ფრინველის ხორცი
მანავი
გურჯაანი
ადგილწარმოშობის დასახელების, თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონში, ზღვის დონიდან 320-750 მ-ზე არსებულ გურჯაანის მიკორზონაში, დაკრეფილი რქაწითელი-სა და კახური მწვანე-ს ყურძნის ჯიშებისაგან. აქვს დამახსიათებელი ღია ჩალისფერი, გემოზე ჰარმონიული, სრული, დახვეწილი, ჯიშური არომატითა და განვითარებული ბუკეტით.

მოხმარების ტემპერატურა: +12-14 °C

საკვებთან შეხამება: სხვადასხვა სახის ყველი, სალათები,ბატკნის ხორცი და ფრინველის ხორცი
გურჯაანი
ცოლიკაური
თეთრი მშრალი ღვინო, დამზადებულია ზღვის დონიდან 500-800 მ-ზე არსებულ ლეჩხუმის მიკოზონაში დაკრეფილი ცოლიკოური-ს ყურძნი ჯიშისაგან. აქვს ღია ჩალისფერი, მკვეთრად გამოხატული ახალი ხილის, ნესვისა და მსხლის არომატები, დამახასიათებელი მცირედი სასიამოვნო  სიმჟავით, რაც მას ზაფხულის ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ აქცევს. 

მოხმარების ტემპერატურა: +8-10 °C

საკვებთან შეხამება: სხვადასხვა სახის მსუბუქი ყველი, სალათები, თევზი, ზღვის პროდუქტები, აზიური სამზარეულო და ფრინველის ხორცი
ცოლიკაური
ტვიში
ადგილწარმოშობის დასახელების, თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო. დამზადებულია ლეჩხუმის რეგიონში, ზღვის დონიდან 500-800 მ-ზე არსებულ ტვიშის მიკორზონაში, დაკრეფილი ცოლიკოური-ს ყურძნის ჯიშისაგან. აქვს დამახსიათებელი ღია ჩალისფერი, გარგლის, მსხლის და თაფლის არომატები, სასიამოვნო ჰარმონიული, დახვეწილი და ხანგრძლივი გემო, რაც მას ზაფხულის ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ აქცევს.  

მოხმარების ტემპერატურა:  +8–10 °C

საკვებთან შეხამება:  ხილის სალათები, სხვადასხვა სახის  ტკბილეული და  ჩაროზი
ტვიში
ალაზნის ველი
თეთრი ნახევრადტკბილიღვინო. დამზადებული აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მოყვანილი თეთრი ყურძნის ჯიშებისაგან. აქვს მკაფიოდ გამოხატული  ჩალისფერი, ციტრუსებისა და თაფლის ტონები,  არის დახვეწილი, ჰარმონიული და დაბალანსებული ხანგრძლივი გემოთი.

მოხმარების ტემპერატურა: +8–10 °C

საკვებთან შეხამება:  სხვადასხვა სახის მსუბუქი  ყველი, ტკბილეული და ჩაროზი
ალაზნის ველი
1