ახალი ქარხანა ველისციხეში
2014.09.16
ამა წლის 9 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში გაიხსნა კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" ახალი საწარმო.

ქარხნის მშენებლობა 2014 წლის მარტის თვეში დაიწყო. იგი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი დანადგარებითა და ტექნიკით, უჟანგავი ფოლადის ცისტერნებითა და სამაცივრო მეურნეობით. მისი წარმადობა გათვლილია 5000 ტონა ყურძნის მიღება–გადამუშავებაზე.

იხილეთ გალერეა