ქართული ღვინის პალატა - მცხეთა
       
კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა" გთავაზობთ როგორც ღვინის ასევე კულინარიულ ტურებს ქალაქ მცხეთაში, სადაც პირველად საქართველოში, გაიხსნა "ქართული ღვინის პალატა", რომელსაც მრავალმხრივი დატვირთვა გააჩნია. პალატის ოთხ სართულზე განთავსებულია:

 სარადაფში – მირიან მეფის მარანია - მიწაში ჩაფლული ქვევრებით,სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, ტრადიციული კახური მეთოდით ღვინის დაყენების პროცესს, რომელსაც 8000 წლის უწყვეტი ისტორია აქვს, დააგემოვნონ ღვინო ქვევრიდან. ამასთან იხილონ და ფოტოები გადაიღონ მირიან მეფის და დედოფალ ნანას სტილიზებულ სამეფო ტახტთან, დააგემოვნონ სამეფო კერძები, დამზადებული ძველი რეცეპტების მიხედვით, რომელიც აღდგენილი იქნა ჩვენი მზარეულის მიერ.

 პირველ სართულზე – საკუთრივ პალატაა განთავსებული – აქ კომპანიის სომელიე და ღვინის ექსპერტი, ჩაატარებს  დეგუსტაციებს, მასტერკლასებს და ტურისტებს ექნებათ საშუალება მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქართული ვაზის იშვიათი და ტრადიციული ჯიშებისა და ქართული ღვინის შესახებ.

 მეორე სართულზე განთავსებულია რესტორანი ღვინის გურმანებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება ღვინის  მოხმარების კულტურაზე, აქვეა,თონე,სადაც საშუალება გექნებათ თვალი მიადევნოთ შოთი პურის ცხობის პროცესს და დააგემოვნოთ მაყალზე შემწვარი მწვადი, გაეცნოთ ქართულ კულინარიას და ქართული სუფრის ადათს, მოუსმინოთ და თვალი ადევნოთ დაუვიწყარ ქართულ ფოლკლორს.

 მესამე სართულზე განთავსებულია ვერანდა უნიკალური ხედებით მცხეთის სიწმინდეებზე: ჯვრის მონასტერზე, დედათა მონასტერზე და სამთავროს ტაძარზე. ვერანდაზე დაგემოვნებული ღვინო დაუვიწყარი იქნება თითოეული სტუმრისათვის.