ველისციხის ვერანდა - კახეთი
 
     
     

ღვინის მარანი "ველისციხის ვერანდა"

  "კახური ტრადიციული მეღვინეობა" გთავაზობთ ღვინის ტურებს  1500 წლის ისტორიის მქონე სოფელ ველისციხეში, სადაც შეძლებთ ეზიაროთ ქართულ კულტურას და  შეიგრძნობთ ნამდვილი ქართული სული.

თქვენ ყურადღებას მიიზიდავს: 

 • სატრაპეზო ვერანდა
 • მარანი "ძველი კახეთი"
 • ლიზა ბებოს წყარო სამკურნალო თვისებებით
 • გალერეა – ქართველ ხელოვანთა ნამუშევრებისა და ხელნაკეთობების ნახვა, ნიმუშების შეძენა
 • ჭაჭის ვერანდა, გლეხური სურნელოვანი არყის სახდელი
 • მეპურიაანთ თონე
 • კახური სამწვადე
 • სამმა
• ღვინის სადეგუსტაციო სალონი, სადაც შეძლებთ ქვევრის ღვინისა და ბრენდის "ძველი კახეთი" დაგემოვნებას და შეძენას როგორც შუშის ბოთლში, ასევე თიხის ჭურჭელში.    

გთავაზობთ:

• კახური ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრის ღვინის დაგემოვნება
• მუხის კასრებში დაძველებული ღვინისა და ქართული ბენდის "
ძველი კახეთი" დაგემოვნება
• მეპურიაანთ საგვარეულო რეცეპტით კახური  პურის ცხობა
• კახური ჩურჩხელის ამოვლება ტრადიციული მეთოდით
• წინასწარი შეკვეთით შესაძლებელია ჯგუფების მიღება და კახური ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება  რომელსაც მეპურიაანთ ვანო შემოგთავაზებთ

სეზონური და მუდმივი გასართობი პროგრამები:

• კახური ტრადიციული რიტუალები
   • ეკლესია-მონასტრების მონახულება (IV-XIX საუკუნე)
   • ჭერმის ხევის ულამაზესი ბუნებისა და სიძველეების მონახულება
   • რთველში მონაწილეობის მიღება (ყურძნის კრეფა)
   • ქართული ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის საღამოები
   • ველისციხეში გასეირნება