პროდუქცია
ჩხაიძის ჩხავერი, თეთრი მშრალი ღვინო, 2012
თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია გურიის მთიან რეგიონში, ზღვის დონიდან 300-600 მეტრზე დაკრეფილი, უნიკალური და იშვიათი ჩხავერის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო დაყენებულია ქართული მეღვინეობის, 8000 წლოვანი ტრადიციების დაცვით. გამოირჩევა მზის სხივებით გაჯერებული ქარვის ფერით, მსხლის, გარგრის, ნესვისა და ატმის  მდიდარი არომატებით, გემოში გამოხატული სასიამოვნო სიმჟავით. არის ჰარმონიული და დაბალანსებული, დამახასიათებელი ხანგრძლივი დაბოლოებით.

მოხმარების ტემპერატურა:  +8-10 °C

საკვებთან შეხამება:  ფრინველის ხორცი, თევზეული, ფხალეული და ქართულ ყველი
ჩხაიძის ჩხავერი, თეთრი მშრალი ღვინო, 2012
ჩხაიძის ჩხავერი, ვარდისფერი ნახევრად ტკბილი ღვინო, 2012
ბუნებრივად ვარდისფერი, ნახევრად ტკბილი ღვინო. დამზადებულია გურიის მთიან რეგიონში, ზღვის დონიდან 300-600 მეტრზე დაკრეფილი, უნიკალური და იშვიათი ჩხავერის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო დაყენებულია ქართული მეღვინეობის, 8000 წლოვანი ტრადიციების დაცვით. გამოირჩევა ღია ლალისფერით. აქვს გამოხატული ვარდის, კენკრისა და შავი მოცხარის არომატები. გემოში არის დაბალანსებული და ჰარმონიული, ხანგრძლივი სასიამოვნო დაბოლოებით. 

მოხმარების ტემპერატურა:  +8-10 °C

საკვებთან შეხამება:  ჩაროზი, ხილი, ხილის სალათები, ჩირი და თხილი
ჩხაიძის ჩხავერი, ვარდისფერი ნახევრად ტკბილი ღვინო, 2012
ჩხაიძის ჩხავერი, ვარდისფერი მშრალი ღვინო, 2012
ბუნებრივად ვარდისფერი,მშრალი ღვინო. დამზადებულია გურიის მთიან რეგიონში, ზღვის დონიდან 300-600 მეტრზე დაკრეფილი, უნიკალური და იშვიათი ჩხავერის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო დაყენებულია ქართული მეღვინეობის, 8000 წლოვანი ტრადიციების დაცვით. გამოირჩევა ღია ლალისფერით. აქვს გამოხატული მარწყვის, ვარდის და კენკრის არომატი. გემოში არის დაბალანსებული და ჰარმონიული, ხანგრძლივი სასიამოვნო დაბოლოებით.

მოხმარების ტემპერატურა:  +8-10 °C

საკვებთან შეხამება:  მსუბუქი სალათები, არაინტენსიური ყველი და აზიური სამზარეულო
ჩხაიძის ჩხავერი, ვარდისფერი მშრალი ღვინო, 2012
ცაგერის ცოლიკაური, 2012
თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია, ცაგერის რეგიონში,ზღვის დონიდან 500-800 მეტრზე დაკრეფილი ცოლიკოურის, რჩეული ყურძნის ჯიშისაგან. ღია ჩალისფერი ღვინო, დაყენებულია ქართული მეღვინეობის, 8000 წლოვანი ტრადიციების დაცვით. აქვს მკაფიოდ გამოხატული ციტრუსისა და მსხილს ტონები, დამახასიათებელი სასიამოვნო სიმჟავე, ჰარმონიული და დაბალანსებული ხანგრძლივი გემო.

მოხმარების ტემპერატურა:  +8-10 °C

საკვებთან შეხამება:  თევზი, ხაჭაპური, ფხალი, ფრინველის ხორცი, ქართული მსუბუქი ყველის ასორტი და ბოსტნეული
ცაგერის ცოლიკაური, 2012
სვირის ციცქა, 2012
თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია, იმერეთის რეგიონში,ზღვის დონიდან 170-270 მეტრზე დაკრეფილი, უმაღლესი ხარისხის, იშვიათი, რჩეული ყურძნის, ციცქას ჯიშისგან. ღვინო დაყენებულია ქართული მეღვინეობის, 8000 წლოვანი ტრადიციების დაცვით. აქვს ღია ჩალისფერი, გამოხატული კომშისა და ახალი ხილის არომატები, სასიამოვნო მცირედი სიმჟავით, რომელიც ღვინოს აძლევს დამახასიათებელ სიხალისეს. არის ჰარმონიული და დაბალანსებული, ხანგრძლივი დაბოლოებით.

მოხმარების ტემპერატურა:  +8-10 °C

საკვებთან შეხამება:  მსუბუქი ყველის ასორტი, თევზეული, მოხარშული ხორცი და  ცივი კერძები
სვირის ციცქა, 2012
მუხრანის ჩინური, 2012
თეთრი მშრალი მშრალი ღვინო. დამზადებულია ქართლის რეგიონში, ზღვის დონიდან 300-550 მეტრზე დაკრეფილი, უმაღლესი ხარისხის, იშვიათი ჩინური ჯიშის, რჩეული ყურძნისგან. ღვინო დაყენებულია ქართული მეღვინეობის, 8000 წლოვანი ტრადიციების დაცვით. აქვს ღია ჩალისფერი, გამოხატული მინდვრის ყვავილების, ატმისა და გარგრის სასიამოვნო არომატები, გამოში შეიმჩნევა მცირედი სასიამოვნო სიმჟავე. არის ჰარმონიული და დაბალანსებული, ხანგრძლივი დაბოლოებით.

მოხმარების ტემპერატურა:  +8-10 °C

საკვებთან შეხამება:  თევზის კერძები, ისპანახი და ყველის ასორტი
მუხრანის ჩინური, 2012
1