პროდუქცია
ქვევრის ღვინო რქაწითელი „ველისციხის ვერანდა“
თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონშიდაკრეფილი "რქაწითელი"-სა და "კახური მწვანე"-ს  ყურძნის ჯიშებისაგან. აქვს ღია ჩალისფერი, დამახასიათებელი ახალი ხილის არომატები, ატმისადა კომშის ტონები. არის ჰარმონიული და დაბალანსებული ხანგრძლივი გემოთი.

მოხმარების ტემპერატურა: +12-14 °C

საკვებთან შეხამება: სხვადასხვა სახის ყველი, სალათები, თევზი და ფრინველის ხორცი
ქვევრის ღვინო რქაწითელი „ველისციხის ვერანდა“
ქვევრის ღვინო საფერავი
„ველისციხის ვერანდა“
წითელი მშრალი ღვინო, დამზადებულია ქვევრში, საფერავის ყურძნის ჯიშისაგან, ჯიშისაგან, უძველესი  ქართული ტრადიციების დაცვით. ქვევრში გადის დავარგებას ექვსი თვის მანძილზე. აქვს ქვევრისათვის დამახასიათებელი, განსაკუთრებულ გემო და არომატი. ღვინო არის მუქი ლალისფერი, მკაფიოდ გამოხატული, მწიფე ხილის, მაყვლისა და შავი მოცხარის არომატები, სასიამოვნო სიმჟავით, ტანინებით და  ხავერდოვანი, ჰარმონიული გემოთი. დასაშვებია მცირედი ლექი. ეს არის ღვინო ნამდვილი გურმანებისთვის.

მოხმარების ტემპერატურა:  +14-16 °C

საკვებთან შეხამება: მწვადი, საქონლის სტეიკი, ცხვრის ხორცი,  ნანადირევი და დავარგებული ყველი
ქვევრის ღვინო საფერავი
„ველისციხის ვერანდა“