"უხუცესთა საბჭო"
“კახური ტრადიციული მეღვინეობის” ინიციატივით 2009 წელს შეიქმნა “უხუცესთა საბჭო”, რომლის წევრები სხვადასხვა დარგში მოღვაწე მეცნიერები, პროფესორები, აკადემიკოსები და საზოგადო მოღვაწეები არიან. “უხუცესთა საბჭო” კომპანიას ეხმარება სხვადასხვა სფეროში და აძლევს საჭირო რჩევებს. საბჭოს სხდომებზე განიხილება მიმდინარე საკითხები და მნიშვნელოვანი პროექტები. იმართება ღვინის დეგუსტაცია. კომპანია ითვალისწინებს საბჭოს წევრების რეკომენდაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამა თუ იმ ღვინის ჩამოსხმა.