კახური ტექნოლოგია

                                                                                         
       

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

       

Get Adobe Flash player

     
         
     

საქართველოში არსებობს ღვინის წარმოების ადგილობრივი ტექნოლოგიები, რომელთაგან ყველაზე ცნობილია კახური. კახეთი საქართველოს სამხრეთ- აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. განსაკუთრებული კლიმატისა და ნიადაგის გამო კახეთს გამორჩეული ადგილი უჭირავს მეღვინეობაში. ამიტომაც, ღვინის წარმოება ამ რეგიონში ფართო მაშტაბისაა.
კახური ტრადიციული ტექნოლოგიის მიხედვით ყურძნის დაწურვის შემდეგ მაჭარისა და ღვინის შესანახად გამოიყენება თიხის ჭურჭელი - ქვევრი. მას დამუშავებული და გამომწვარი თიხისგან ამზადებენ. ქვევრი მიწაშია ჩაფლული. იგი საუკეთესოა ღვინის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, გარდა ამისა, ღვინოს სძენს სასარგებლო თვისებებს და აძლევს განსაკუთრებულ გემოს. ქვევრი ქართული მეღვინეობის განუყოფელი ნაწილია. თიხა და კერამიკა უძველესი დროიდან გამოიყენებოდა საქართველოში. კერამიკის წარმოება ძვ.წ. აღრიცხვის VIII – VII ათასწლეულში იღებს სათავეს.
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" თავისი არსებობის პირველივე დღიდან ზედმიწევნით სწავლობს კახურ ტექნოლოგიებს. იგი ინარჩუნებს მეღვინეობის ძირძველ ტრადიციებს და აქტიურად იყენებს წარმოებაში თიხის ჭურჭელს ღვინის თვისებების შესანარჩუნებლად.
კომპანია პირველია, რომელმაც ტრადიციული წესით დამზადებული ღვინოები ქვევრის ანალოგიით თიხის მიმზიდველი და ნაირგვარი ჭურჭლით გაიტანა მსოფლიო ბაზარზე, ამ მიგნებას დიდი წარმატება ხვდა წილად.

კომპანია პირველია, რომელმაც ტრადიციული წესით დამზადებული ღვინოები ქვევრის ანალოგიით თიხის მიმზიდველი და ნაირგვარი Eჭურჭლით გაიტანა მსოფლიო ბაზარზე, ამ მიგნებას დიდი წარმატება ხვდა წილად.