კომპანია

კომპანია დღეს

“კახური ტრადიციული მეღვინეობა” ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიების და ძველი ტრადიციების შერწყმით, კომპანიას შეუძლია შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი განუმეორებელი სტილი.

საქართველოში ღვინოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საზოგადოებრივი ურთიერთობებში და სათანადო როლს ასრულებს ქვეყნის ტრადიციულ სტუმართმოყვარეობაში, ამასთან ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას და რეპუტაციის მოპოვებას. ჩვენი კომპანია ისწრაფვის დაიცვას აღნიშნული ტრადიციები და ამასთან ერთად ორიენტირებულია ინოვაციებზე – ჩვენი პროდუქტების მრავალფეროვნების და ხარისხის გაუმჯობესებასა და შენარჩუნებაზე.

KTW–ს საავტორო ღვინო „ჩხავერი“ სათავეს იღებს 1880 წლიდან სოფელ ასკანაში, სადაც მეღვინე ანთიმოზ ჩხაიძემ დაარსა იმ დროისათვის ყველაზე ცნობილი ღვინის სარდაფი. მან გამოიყენა უნიკალური ყურძენი რეგიონში და შექმნა ბრენდული ახალი ღვინო, რომელსაც უწოდა „ჩხავერი“. იმ დროიდან მეღვინეობა ჩხაიძეების ოჯახური ტრადიციაა, ზურაბ ჩხაიძესთან ერთად, რომელიც ანთიმოზ ჩხაიძის შვილთაშვილია, და რომელმაც გადაწყვიტა ჩხაიძეების ოჯახური მეღვინეობის ტრადიციები გაიტანოს და გააცნოს მსოფლიოს.

16 წლის განმავლობაში, KTW ახორციელებს ექსპორტს მსოფლიოს 20–ზე მეტ ქვეყანაში, და ექსპორტის ლიდერად დარჩება საქართველოში მომდევნო 8 წლის განმავლობაში. ზრდა–განვითარების პარალელურად, KTW ყოველთვის მტკიცედ იცავს თავის პოზიციას ხარისხის თვალსაზრისით, იყენებს რა უახლეს Della Toffola დანადგარებს, კომპანიამ ასევე გახსნა ახალი ღვინის სარდაფი, მაღაზია – სალონები და სხვადასხვა კულტურული პროექტები ქართული ღვინის კულტურის უფრო მეტად განვითარებისთვის.

ეს ყველაფერი იწყება ქართული ყურძნის მოყვანით. ამჟამად KTW მუშაობს 50-ზე მეტ ძირძველ ყურძნის ჯიშთან.

ჩვენ ვიყენებთ წამყვანი კომპანიების დანადგარებს ყურძნის მზადდება დუღილისა და შენახვისთვის.

თანამედროვე ტექნოლოგიების და ღვინის წარმოების უძველესი ტრადიციების გაერთიანების შემდეგ, KTW ინარჩუნებს ძველ, უნიკალურ ღვინის გემოს, ქმის საკუთარ განუმეორებელ სტილს და სთავაზობს საუკეთესო ქართულ ღვინოებს მსოფლიოს.

ვენახები

ჩვენი წარმოების უმრავლესობა ჩვენი ვენახის ყურძნისგან მოდის. ჩვენი კომპანიის ვენახები ამჟამად 600 ჰექტარზე მთელი საქართველოს გარშემოაა განლაგებული.

Racha-lechkhumi
achalsopeli
Saguramo
Askana
tbilisi
Keda
Vachnadziani
akhasheni
tsinandali
SAGURAMO
kakheti
kvareli
kakheti
kvareli
akhasheni
Vachnadziani
tsinandali
Kondoli
achalsopeli
Racha-lechkhumi
Askana
keda
tbilisi
kedachalsopelia

კახურ ტრადიციულ მეღვინეობაში, ჩვენი, როგორც ოჯახური ბიზნესის, მისიაა მივაწოდოთ მომხმარებლებს საუცხოო გემოს მქონე, კონკურსებში გამარჯვებული, მაღალი ხარისხის ხელით დაწურული ღვინო. ჩვენ გთავაზობთ ღვინოების უნიკალურ ასორტიმენტს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა გემოს, იქნება ეს უიშვიათესი, „აის–ვაინი“ (ყინულის ღვინო) თუ ტრადიციული თეთრი და წითელი ღვინოები. ჩვენი საბოლოო მიზანია დავიპყროთ KTW მარნი კლიენტების გულები საუკეთესო და დაუვიწყარი ადგილით, რომელიც კი ოდესმე უნახავთ.

ჩვენ კლიენტებს ვუმასპინძლდებით, როგორც კარგ მეგობრებს, და ვუწევთ დროულ, საიმედო და განსაკუთრებულ მომსახურებას მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში. ჩვენ ვიწვევთ კლიენტებს შემოგვიერთდნენ მოგზაურობაში, სადაც მიიღებენ ღვინის დეგუსტაციის გამოცდილებას, რომელსაც განმტვირთველი, გასართობი და საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს. ვამაყობთ, რომ ასეთი გამოცდილებით ბევრ ღვინის არამსმელს გავუღვივეთ ინტერესი გამხდარიყვნენ „მოსწავლეები“ და შემდეგ ღვინის მოყვარულები; შეურთდნენ ჩვენი კლიენტები დიდ არმიას.

ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს სილამაზე ვაჩვენოთ ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან, გავაცნოთ ღვინის წარმოების გამოცდილება; ყველაფერი ეს განაპირობებს, იმას რომ ვიზიტორებს კვლავ და კვლავ გაუჩნდეთ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნების სურვილი; ასევე წვლილი შევიტანოთ ადგილობრივ ქველმოქმედებაში.

ჩვენ მზად ვართ კვლავაც გავაგრძელოთ ჩვენი ხალხისა და საქმიანობის მხარდაჭერა და განვითარება. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ღვინოები და მათი წარმოების გამოცდილება, ასევე ვიმუშაოთ „კახური ტრადიციული მეღვინეობის„ პროდუქტების ცნობადობის ამაღლებისა და ხელმისაწვდომობის და ზოგადად საზოგადოებისათვს მომსახურებების უზრუნველყოფის მიმართულებით.

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ დარწმუნებული, რომ ღვინის წარმოება იწყება ღვინისადმი დიდი ვნებით. ჩვენ წარამატებით მოვახერხეთ ჩვენი ვნების ბიზნესად გარდაქმა, რითაც ძალიან ვამაყოფბთ. ჩვენ ვამაყოფთ იმითაც, რომ ვარჩევთ საუკეთესო ინგდიენტებს და ვიყენებთ ღვინის კეთების ტრადიციულ, და პრაქტიკული მიდგომის მეთოდებს, რასაც თავის მხრივ წარმოების ყოველ ფეხის ნაბიჯზე წარმატებით უძღვებიან ჩვენი ნიჭიერი მეღვინეები. ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხსა და პროცესზე, რამაც გამოიწვია ჩვენი ცნობადობის გაზრდა, გაზრდა დაჯილდოებული ყველასთვის მოსაწონი ღვინოების რაოდენობა!

ექსპორტი

დღესდღეობით "კახური ტრადიციული მეღვინეობას" მსოფლიოს მასშტაბით 20-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე ღვინო.

Estonia
lithuania
Belarus
Ukraine
latvia
Japan
Taiwan
China
Hong kong
Kazakhstan
israel
France
Germany
czech republic
Poland
Russia
Great bretain
Norway
USA
Norway
GREAT BRETAIN
France
germany
CZECH REPUBLIC
Poland
Norway
israel
estonia
LITHUANIA
belarus
ukraine
latvia
KAZAKHSTAN
Russia
HONG KONG
China
taiwan
japan